ცნობილია, როდის გათავისუფლდება ადგილები სკოლებში მასობრივად - ვის ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსიები?
30-01-2020

სკოლები ვაკანსიებს სექტემბრიდან კვლავ გამოაცხადებენ - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ახალი ვაკანსიების მასობრივად გამოცხადების მიზეზი მისი თქმით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლიდან გაშვება იქნება, რომლებიც სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ. ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოსაზრება, რომ პრაქტიკოსებისთვის მიცემულმა შანსმა, მაძიებლებს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეუმცირა მცდარია:

„დაახლოებით 9 ათასამდე ადამიანი გავიდა ჯილდოს მიღების მიზნით პროფესიიდან, საკმაოდ ბევრი ვაკანსია იყო გამოცხადებული სკოლების მიერ და მაძიებლებს შეეძლოთ ამ კონკურსებში მიეღოთ მონაწილეობა.

ამასთან, სექტემბრიდან კვლავ გამოცხადდება ვაკანსიები, რადგან სკოლა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილზე, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს და ვერ გახდებიან უფროსი მასწავლებლები, ვაკანსიებს გამოაცხადებს. მაძიებელ მასწავლებლებსაც, ისეთივე უფლება ექნებათ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, როგორც უფროს და წამყვან მასწავლებლებს.

სისტემაში ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მაძიებელი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ უპრიანია ისიც, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, სასწავლო წლის შუაში არ ვუშვებთ, რათა სკოლებს არ შეექმნათ დისკომფორტი. მათ სასწავლო წლის ბოლომდე მიეცათ სკოლაში დარჩენის საშუალება, რათა სასწავლო პროცესი არ აირიოს. ეს იყო ერთადერთი მიზანი ამ გადაწყვეტილების“.

სექტემბრამდე კი როგორც მაძიებელ, ისე მოქმედ მასწავლებლებს ვაკანსიების ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ - http://teacherjobs.ge/

იხილეთ ინტერვიუ სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203