ავტორიზაციის ახალი სტანდარტი კერძო სკოლებზეც გავრცელდება
30-01-2020

ავტორიზაციის ახალი სტანდარტი კერძო სკოლებსაც შეეხება - აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძე. თუმცა ის კონკრეტულ სიახლეებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.  

„საქართველოში არსებულ ყველა კერძო სკოლას გავლილი აქვს ავტორიზაცია. იქნება გარკვეული ცვლილებები კერძო სკოლის ავტორიზაციის ნაწილშიც. თუმცა ჯერჯერობით გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ კერძო სკოლებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ სტანდარტებს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ. 

კითხვაზე: ავტორიზაციის ვერ გავლის შემთხვევაში შეუწყდებათ თუ არა  როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებს ფუნქციონირება ან თუ მიეცემათ გამოსწორების შანსი, დგებუაძე პასუხობს, რომ „სწორედ იმიტომ გავზარდეთ ვადები, რომ ის მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ დავდებთ ახალი სტანდარტების ფარგლებში, დააკმაყოფილონ როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებმა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203