თბილისის ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სიმღერების კრებულს შეიტანენ
30-01-2020

უახლოეს მომავალში თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან ორენოვანი სანოტო კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ირკვევა, ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისთვის.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი,საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.

კრებულის ავტორი აცხადებს, როდესაც ჯგუფურ თერაპიაზეა საუბარი, ისეთ სიმღერებს წერს, რომ ყველა ბავშვისთვის იყოს მორგებული. ასე პატარები სიმღერ-სიმღერით სწავლობენ კვირის დღეების დასახელებას. თუმცა ეს სიმღერები არ არის მხოლოდ სმენდარღვეული ან სხვა სსმ ბავშვებისთვის; ტიპური განვითარების მქონე ბავშვისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ცნობილია, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა, ტიპური განვითარების ბავშვებსაც ეხმარება თვითდამკვიდრებაში.

საქართველოში პირველად შეიქმნა მსგავსი სიმღერა-თამაშები და ეს განსაკუთრებული მოვლენაა“, - განაცხადა კრებულის ავტორმა, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203