ღონისძიება, სახელწოდებით ''გვახსოვდეს აფხაზეთი!'', ლაცორიის საჯარო სკოლაში მოეწყო
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება, სახელწოდებით ''გვახსოვდეს აფხაზეთი!'', ლაცორიის საჯარო სკოლაში მოეწყო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე, ამ ომში დაღუპულ გმირებზე. მათ ასევე სტენდი, „ერთიანი საქართველოსთვის“, ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებაზე შეკრებილებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს დაღუპულ გირთა ხსოვნას. საკლასო ოთახში სოხუმის დაცემის შესახებ ფილმის ჩვენება მოეწყო. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ასევე განიხილეს კინოფილმი „გაღმა ნაპირი“.