რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო სკოლის დირექტორი?! - 4 მიმართულება, რომელსაც სტანდარტი მოიცავს
16-02-2020

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი დამტკიცდა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირინა აბულაძე აწერს.

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის  ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტის სტრუქტურა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

ეს სტრუქტურაა:

  • საგანმანათლებლო ლიდერობა;
  • სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;
  • თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;
  • თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
იხილეთ საჯარო სკოლის დირექტორთა სტანდარტის სრული ვერსია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203