საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.
მინისტრის ბრძანებით, ავტორიზაციის საბჭოს 11 წევრი დაინიშნა. საბჭოს თავჯდომარე კი ნანა ყუფუნიაა, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის - „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ კონსულტანტად მუშაობს.
წევრთა სია კი ასე გამოიყურება:
ნანა ყუფუნია - საბჭოს თავჯდომარე - მსოფლიო ბანკის პროექტის - „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ კონსულტანტი;
გიორგი ხიშტოვანი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ა(ა)იპ - პი ემ სი კვლევითი ცენტრის დირექტორი;
მარიამ ჩაგელიშვილი - საბჭოს მდივანი - პროფესიული განათლების ექსპერტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამაში - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება კავკასიაში“;
ნატო ქიტიაშვილი - სსკ "საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ანა საბახტარიშვილი - ა(ა)პ - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი პერტაია - სსკ - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
მარიამ ქუჩულორია - ა(ა)იპ - ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე;
გიორგი ტრაპაიძე - სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო კაკულია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;
შორენა ჯაფარიძე - პროფესიული განათლების ექსპერტი;
ნოდარ მამინაიშვილი - ა(ა)იპ - არაფრომალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრში „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე.