საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მასწავლებელთა საგნობრივ და პროფესიულ გამოცდებზე ე.წ ბარიერი მოიხსნება.
მოქმედი სქემით, პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც გამოცდას 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებდა (ამ ხნის განმავლობაში კი გამოცდაზე გასვლა 6-ჯერ შეეძლო), სკოლას ტოვებდა, მის ადგილას კი ცხადდებოდა ვაკანსია.
დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ეს ჩანაწერიც გაუქმდება და მასწავლებლებს მუდმივად შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა, მისი გაშვება-დატოვება კი დირექტორის პრეროგატივა იქნება.
სიახლეები ზამთრის გამოცდიდან დაინერგება.