„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები 6 თებერვალს გადაეცემათ
04-02-2020

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები 6 თებერვალს გადაეცემათ.

პროგრამის კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გააგზავნონ რეზიუმე სასურველ ვაკანსიაზე. მცირეკონტიგენტიან სკოლაში დასაქმების შემდეგ კი ისინი ხელფასზე დანამატს მიიღებენ.

პროგრამაში, თავდაპირველად, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე  1 758 მსმენელი ჩაირიცხა. როგორც მასწავლებლის სახლში ამბობენ, კურსის გავლის შემდეგ 50 პირი უკვე დასაქმდა სკოლაში.

მასწავლებელთა ეროვნული სკოლამიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს. 

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:

  • მათ ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში.
  • მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
  • პირებს, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

1.  ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2.  ბიოლოგია და ქიმია
3.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4.  ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5.  დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ახალი პროექტია, რომლის მთავარი მოთხოვნაა, გადამზადებული კადრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიან სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203