პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონდომებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოს სკოლის რვა კლასმა izrune.ge-ზე თვის „მეგობრული კლასის“ ტიტული მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ს ინოვაციურ პროექტში.სკოლა იზიარებს ინოვაციური საგანმანათლებო პორტალის მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებას და
izrune.ge-სთან ერთად აქტიურად ზრუნავს მომავალი თაობის წარმატებაზე.
„მეგობრულ კლასებს“ ტიტულის დამადასტურებელი სიგელი სკოლის დირექტორმა შორენა ხაბაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა კლასებს, მიულოცა და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოპოვება უსურვა.
ჯოჭოს საჯარო სკოლის „მეგობრული კლასები“:
I კლასი, დამრიგებელი - ეკა ბერიძე
II კლასი, დამრიგებელი - ნინო დოლიძე
III კლასი, დამრიგებელი - მაია დოლიძე
IV კლასი, დამრიგებელი - ეთერ ზოიძე
V კლასი, დამრიგებელი - თამარ კოკობინაძე
VI კლასი, დამრიგებელი - მერი მიქელაძე
VIII კლასი, დამრიგებელი - ირინა გოგიტიძე
IX კლასი, დამრიგებელი - ნინო ხაბაზი
შეგახსენებთ რომ:
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება
izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.
„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.