მათე კანკაძე - ვანის N1 სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
23-06-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჟურნალ ,,განთიადის" მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში ვანის N1 სკოლის XI კლასის მოსწავლემ მათე კანკაძემ გაიმარჯვება მოიპოვა. 

როგორც თავად გამარჯვებული აღნიშნავს, მან ოცნება აისრულა:

''ოცნება ავისრულე! ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ვარ. დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე ჟურნალ განთიადს. ამ კონკურსზე ქალაქ ვანის N1 სკოლა ვასახელე!''- აღნიშნავს მათე კანკაძე.

ვანის N1 სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მათე კანკაძეს ამ დიდ წარმატებას:

"ვულოცავთ მათეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ღირსეულად გაეგრძელებინოს ჩვენი დიდი თანამემამულეების გალაკტიონისა და ტიციანის შემოქმედებითი გზა."

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203