თეთრიწყაროს N1 სკოლის ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა
23-06-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ზეიმი  ჩატარდა.

ზეიმს ესწრებოდნენ: მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. 

ღონისძიება გახსნა IVკლასის დამრიგებელმა ციალა აფციაურმა, რომელმაც მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპის დამთავრება და უსურვა სამომავლოდ წარმატებები. 

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს I-IVკლასებში სწავლის პროცესში გამომუშავებული უნარ-ჩვევები. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს მისასალმებელი სიტყვა, იმღერეს, იცეკვეს და წარმოადგინეს იუმორისტული სცენები. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს მიულოცეს მშობლებმა. ერთ-ერთმა მათგანმა მოსწავლეებს მიუძღვნა ლექსი და უსურვა წარმატებები სწავლაში.

ღონისძიებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203