მასწავლებელთა ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენილებაში ცვლილება შევიდა
06-02-2020

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოავალოების შემსრულებელი ირინა აბულაძე აწერს. 

ბრძანების მე-11 მუხლში აღნიშნულია, რომ სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, და გამონაკლისის დაშვება მხოლოდ სამინისტროს ბრძანებით იყო შესაძლებელი.

ცვლილების განხორციელების შემდგომ კი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა რესურსცენტრებს გადაეცათ.

ბრძანების მიხედვით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს  საჯარო სკოლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203