სკოლების ავტორიზაციის გადავადება - პროექტს პარლამენტი განიხილავს
09-02-2020
სკოლების ავტორიზაციის დასრულების თარიღის გადავადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე 10 თებერვალს მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ახალი სტანდარტის მიხედვით სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდეს. 

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყოს ეტაპობრივად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ხელისშემშლელი გარემოებები,“ - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იხილეთ ასევე: 

სკოლების ავტორიზაციამ 2026-2027 წლამდე გადაიწია - რატომ გადავადდა პროცესი?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203