მათთვის, ვისაც 9 კლასი გაქვთ დამთავრებული - როგორ უნდა მიიღოთ სრული ზოგადი განათლების ატესტატი?
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა მე-9 კლასის საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი გაქვთ, სკოლაში აღარ სწავლობთ და სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) ატესტატის მიიღება გსურთ? - „ეტალონი“ გზამკვლევს გთავაზობთ: ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია დაინტერესებულმა პირებმა 10-12 კლასების სასწავლო პროგრამა ექსტერნატის გამოცდით ჩააბაროთ. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციას ყოველწლიურად აცხადებს.
გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა გაქვთ მათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული ხართ სასწავლო პროცესს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვთ. თქვენი ასაკი უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.
სად უნდა წარადგინოთ განცხადება ექსტერნატის გამოცდის ჩასაბარებლად?დაინტერესებულმა სრულწლოვანმა ან არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია რესურსცენტრში უნდა წარადგინოთ. პირს, რომელიც სკოლაში აღარ სწავლობს, განცხადება ნებისმიერ რესურსცენტრში შეუძლია წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის განცხადების წარდგენის ვადა დღეს, 10 თებერვალს, იწურება. გამოცდები 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრების სია და საკონტაქტო ინფორმაცია