წელს პირველად სკოლებს ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება მოუწევთ
11-02-2020

„მიმდინარე წელს პირველად მოხდება სკოლების მიერ ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება“, - აღნიშნულის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადეს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ შეხვედრაზე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის განმავლობაში სკოლების წარმომადგენლებს მიეცათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის, ასევე, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობა.

„სკოლების მიერ ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება, ცენტრს საშუალებას მისცემს გამოკვეთოს სისტემური პრობლემები და დაგეგმოს მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებები მათი აღმოფხვრისთვის. განსაკუთრებული სიახლეები კი ექსპერტთა კორპუსის ატესტაციას და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემოღებას დაუკავშირდება, რომელიც სრულიად ახლებურ, საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები სკოლების წარმომადგენლებთან რეგიონებშიც გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203