საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის 2020 წლის 11 თებერვლის ბრძანებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრა.
ამასთან, ცნობილია უმაღლესებისთვის, პროფესიულისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის საფასური.
საგანმანათლებლო დაწესებულება სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით.
იხილეთ ბრძანება