141 საჯარო სკოლაში სწავლა შეწყვეტილია - 2 მიზეზი, რამაც სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია
13-02-2020

დღეს სასწავლო პროცესი საქართველოს 141 საჯარო სკოლაში არ განახლებულა. აქედან 121 სკოლა აჭარაშია, 20 კი ქუთაისში. 

აჭარაში სწავლის შეწყვეტის მიზეზი დიდთოვლობა გახდა, ხოლო ქუთაისის საჯარო სკოლებში სწავლა ბუნებრივი აირის გათიშვის გამო შეჩერდა.  

„სასწავლო პროცესი მაღალმთიან აჭარაში, ქედისა და ახალხულოს საჯარო სკოლებში ჯერჯერობით ერთი დღით შეწყდა. საერთო ჯამში 121 საჯარო სკოლაში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გაცდენილი დღის ანაზღაურება შაბათ დღეს მოხდება“, - განუცხადეს etaloni.ge-ს აჭარის განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება ქუთაისს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა. სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება, ხოლო გაცდენილი დღე შაბათ დღეს ანაზღაურდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203