2019-2020 სასწავლო წელს, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს იწყება და 14 მარტს სრულდება. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთი კვირით, 5 დღე დაისვენებენ.ამასთან, ოფიციალური დასვენების დღე, 8 მარტი კვირა დღეს ემთხვევა და სკოლებს დამატებით უქმე დღე არ გამოსდით. თუმცა 14 მარტიც შაბათია და შესაბამისად სწავლა 15 მარტის ნაცვლად, 16 მარტიდან განახლდება.
აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო არდადეგებამდე სკოლებში 3 მარტი, დედის დღეც დასვენების დღეა.
საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
ცნობისთვის, 2019-2020 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა 172 დღეს მოიცავს. I სემესტრი 74 სასწავლო დღეს შეადგენს, II სემესტრი კი - 98 სასწავლო დღეს.
I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი - 15 ივნისს.
იხილეთ ასევე: 2019-2020 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალიუქმე დღეები, რომლებიც ამ სასწავლო წელს შაბათ-კვირას ემთხვევა