სასწავლო წლის დასასრულს თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ - სკოლის 10 წლიანი ტრადიცია
26-06-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში 10 წელია ტრადიციაა სასწავლო წლის დასასრულს დირექციის მიერ მოსწავლეების, სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, სიგელებით დაჯილდოება.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი:

''სკოლის სააქტო დარბაზში დიდი ზარზეიმით გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური, სამეურვეო საბჭოს წევრები, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად გამოავლინეს კანდიდატები სხვადასხვა ნომინაციებში წარსადგენად. სიგელები მოსწავლეებს გადასცეს რესურსცენტრის უფროსმა და სამეურვეო საბჭოს წევრებმა. ღონისძიებას ხიბლი შემატა მოსწავლეების მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა და სიმღერებმა. ''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203