ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა, სწავლა უმოკლეს დროში აღდგება - აღნიშნულ განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკეთებს.
მათივე განმარტებით, სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშაობს, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.
საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის.
სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.
იხილეთ ასევე:
ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძარია - ადგილზე 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობს