თეთრიწყაროს N1 სკოლაში მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა
27-06-2017
თეთრიწყაროს N1 სკოლაში 15 ივნისს მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებული ღონისძიება ჩატარდა - ''1 ივნისი -  ბავშვთა დაცვის დღეა''.

ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ანტონიო ვივალდის ''გაზაფხული'' მოისმინეს ციკლიდან ''წელიწადის დრონი''.ამის შემდგე საკუთარი განწყობა და შთაბეჭდილება გადმოსცეს ნახატებით, რომლებიც საკლასო ოთახში გამოიფინა. 

''მოსასმენი ნაწარმოები თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს. გაეცნენ კომპოზიტორის ბიოგრაფიას, ცხოვრების საინტერესო დეტალებს. მოსწავლეებმა ნახატები ჯგუფურად შეასრულეს. ვინაიდან მოსასმენი მასალა იყო მხიარული, ბავშვებმა შთაბეჭდილება გამოხატეს ნათელი ფერებით. ნახატების გამოფენის შემდეგ მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები და გამოხატეს დამოკიდებულება,'' - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203