''ნუ იქნები ჩუმად, ერთად დავამარცხოთ ძალადობა''- ხეოთისა და ახალციხის სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
27-06-2017

„ნუ იქნები ჩუმად, ერთად დავამარცხოთ ძალადობა“ - ახალციხის სკოლაში ამ სახელწოდების საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ორ სკოლას შორის შეხვედრა გაიმართა. ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებმა ხეოთის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს და მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

სკოლაში გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს ბავშვთა უფლებებსა და ბავშვების ძალადობისგან დაცვის პრევენციაზე.

ღონისძიების დასასრულს სკოლების წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203