ზემოხეთის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ
27-06-2017
ზემოხეთის სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი, სახელწოდებით „ყველაზე ჭკვიანი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ გაიმართა.

კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ირმა სანიკიძის ინიციატივით ჩატარდა და ის მოსწავლეებში საგნის სწავლების მოტივაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა და საბოლოოდ მაღალი და დაბალი საფეხურების მიხედვით ორი გამარჯვებული გამოვლინდა. დაბალ საფეხურზე- დემეტრე თევზაძემ,  მაღალ საფეხურზე კი სულიკო თევზაძემ გაიმარჯვა.

გამარჯვებულებს ფულადი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203