მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის მასტერკლასს აცხადებს
20-02-2020

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუსიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასს აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი 2020 წლის აპრილსა და მაისში უკვე მეექვსედ ჩატარდება.

„მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში ტრადიციულადაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, ფონდ „ქართულ გალობასთან“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან და და სხვა ორგანიზაციებთან ერთად.

კონკურსთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 თებერვალს, 14:00 გაიმართება შეხვედრა მუსიკის მასწავლებლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი, საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია. ამავე დღეს სენაკის სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გუნდთან გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 21 თებერვალი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://tr.tpdc.ge/direction/32/33/191

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203