2016-2017 სასწავლო წლის 15 სექტემბერს ცაგერის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, ,,რეკენ სექტემბრის ზარები“, მოეწყო.
სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, სკოლის ყოფილი პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, გახსნეს. ასევე, აღმართეს სახელმწიფო დროშა.
სკოლის დირექტორმა, დავით ცვარიანმა, ღონისძიებაზე შეკრებილებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა მათ.
იხილეთ ფოტოები