ივანე და მარიამ მაგრაქველიძეები - ასპინძის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის რეგიონულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
27-06-2017

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით მათემატიკის რეგიონული ოლიმპიადა გაიმართა. 

მასში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა (VII-XII კლასების 301 მოსწავლე).

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსმა მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების და მათი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.  

შედეგების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ოლიმპიადის მთავარმა ორგანიზატორმა, პროფესორმა რევაზ ჭიღლაძემ. 

ოლიმპიადის ტესტების შემოწმების მიხედვით, 301 მონაწილიდან გამოვლინდა 145 გამარჯვებული მოსწავლე. საუკეთესო შედეგი (10 ქულა) აჩვენა სამმა მოსწავლემ. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგრაქველიძე (სპინძის №1 სკოლა, მასწავლებელი ელდარ კლდიაშვილი), რომელსაც გადაეცა საპატიო სიგელი და მედალი. ასევე დაჯილდოვდა სიგელით ასპინძის სკოლის VIII კლასის მოსწავლე ივანე მაგრაქველიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203