ვაქირის სკოლის სამადლობელი წერილი ''ეტალონს''
28-06-2017

ვაქირის სკოლამ  "ეტალონის" ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს ჩატარებული საზეიმო ფინალისთვის მადლობა გადაუხადა:

''მოგესალმებით, ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვაქირის სკოლა მადლობას უხდის "ეტალონს" ფინალურ ტურზე მიწვევისთვის. ქალაქ ბათუმში ჩატარებული დაუვიწყარი ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ: ''ეტალონის'' ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, ინტელექტ-შეჯიბრის ყველა ორგანიზატორსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მადლობა ღონისძიებაზე მოწვევისთვის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის.''

შეგახსენებთ, რომ გრანდიოზული ფინალი ქალაქ ბათუმში, საზაფხულო თეატრში, 24 ივნისს ჩატარდა.

''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა.

ფინალური ღონისძიება-კონკურსი ბათუმის მერიისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203