პრეზიდენტის ფონდის დაფინასებით და მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ ტარდება პროექტი ,,შენი ხმა ჩვენი მომავალია“, რომლის მიზანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
რეგიონიდან რაჭა - ლეჩხუმ - ქვ. სვანეთი მონაწილეობას იღებდა 3 გუნდი.
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლიდან ორი გუნდი მონაწილეობდა: ,,იმედის სხივი“ და ,,Carpe Diem“.
რეგიონიდან ცაგერის საჯარო სკოლის ორივე გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 1-2 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში.
გუნდი „იმედის სხივი“ და ,,Carpe Diem“-ის მონაწილეებმა ჩაატარეს საინტერესო აქციები, მოაწყვეს ფლეშმობები.
გუნდის მონაწილეები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ აქტიურად მოუწოდებნენ. დაარიგეს ბუკლეტები, ფლაერები, გააკრეს პლაკატები.
იხილეთ ფოტოები