კერძო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია 2020 წლის 27 აპრილს დაიწყება და 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 მარტს იწყება - რა დოკუმენტები დასჭირდებათ მშობლებს