„დაგვიხატე ნეიტრინო!“ - ასე ქვია KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის კონკურსს, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ცხადდება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სამეცნიერო-შემეცნებითი გამოფენა-კონკურსის მიზანია ასტრონაწილაკებისა და ნეიტრინოების ფიზიკის შემსწავლელ პროექტებში (ANTARES, KM3NeT) საკვლევი ამოცანების პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სამ ასაკობრივ ჯგუფში:
კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატებითა და პრიზებით.
ღონისძიების მეორე ეტაპის გამარჯვებულთა 9 ნამუშევრის ელ. ვერსიები გადაიგზავნება KM3NeT-ს საერთაშორისო კონკურსზე და გამარჯვების შემთხვევაში, ნამუშევრის ორიგინალი წარდგება ნეაპოლში საერთაშორისო გამოფენაზე 2020 წლის აპრილში.
28 თებერვალს და 2 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება თემატური ლექციები.
დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის შესასვსებად ეწვიეთ ბმულს