უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია მოზარდების ონლაინ სივრცეში მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია. ტრენინგზე მოზარდებს მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“ გააცნეს. “Happy Onlife“-ის აპლიკაციით ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. აპლიკაცია „Happy Onlife“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა:
მედიაწიგნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი უკვე მეორე წელია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, 5 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები