გეზათის სკოლაში ღონისძიება - ''წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს'' გაიმართა
29-06-2017

გეზათის სკოლაში პროექტ  „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, ღონისძიება „წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი სოფიო ჯიბლაძე იყო.

პროექტის პირველი ნაწილი მოსწავლეების მიერ სხვადასსხვა აქტივობების განხორციელებას მოიცავდა. აბაშის სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წაიკითხეს, მოამზადეს ილუსტრაციები, ჩანახატები, შექმნეს კროსვორდები და კომიქსები. ასევე დაწერეს დასამახსოვრებელი ფრაზები ინანიშვილის შემოქმედებიდან. საბოლოოდ კი ამ ნაშრომებს თავი ხელნაკეთ ალბომებში მოუყარეს, რომლის პრეზენტაციაც სწორედ ღონისძიებაზე შედგა. 

მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს, სახელწოდებით „რევაზ ინანიშვილის მოთხრობების პერსონაჟების ილუსტრაციები“.

ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203