შეწყდება თუ არ სწავლა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა
26-02-2020
სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრამა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი კორონავირუსის გამო.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატრეინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი მას შემდეგ გამართეს, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორცმინისტმა განაცხადა, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.