გეზათის სკოლაში ''ვეფხისტყაოსნის'' 850 წლისთავთან დაკავშირებით, პროექტი ''ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ'' განხორციელდა
30-06-2017

გეზათის სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ტრადიციულად ხორციელდება პროექტი ''ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს''.

წელს ''ვეფხისტყაოსნის'' 850 წლისთავთან დაკავშირებით, განხორციელდა პროექტი ''ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ''. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ხელმძღვანელობდა. მასში მე-5-მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, სახელმწიფო ენის კათედრის წევრები, კლასის  დამრიგებლები.

მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით შეარჩიეს სტროფები და აფორიზმები ''ვეფხისტყაოსნიდან'', მოიძიეს ინფორმაცია პოემის ხელნაწერებისა და გამოცემების შესახებ.

ღონისძიების დღეს დარბაზში გამოიფინა ''ვეფხისტყაოსნის'' სხვადასხვა გამოცემა, შოთა რუსთაველის პორტრეტი და პლაკატი ''სიბრძნის საუნჯე''.

მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს სახელწოდებად შერჩეული ჰქონდა აფორიზმები ''ვეფხისტყაოსნიდან''.

ღონისძიება გაიხსნა გიორგი ლეონიძის ლექსით, რომელიც ''ვეფხისტყაოსანს'' ეძღვნება. თითოეული ჯგუფის წევრებმა ზეპირად წარმოადგინეს აფორიზმები და ნაწყვეტები პოემიდან.

განხორციელებულმა პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა მშობლების, მოსწავლეებისა და დირექციის მხრიდან. დადებითად შეფასდა სახელმწიფო ენის კათედრის სხდომაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203