„რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით. თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე“, - ნათქვამია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე.