რესურსცენტრებს სკოლების მკაცრი კონტროლი დაევალათ
27-02-2020

Etaloni.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლებში ჰიგიენის ნორმების კონტროლი მეტად გამკაცრდება და რესურსცენტრები პირადად შეამოწმებენ, საჯარო სკოლები როგორ ასრულებენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამის გასარკვევად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ სკოლების შემოწმება აქამდეც ხდებოდა, თუმცა ახლა კონტროლი მართლაც გამკაცრებულია და რესურცენტრები პირადად გააკონტროლებენ ამ საკითხს.

„მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება“, - განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203