მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ცენტრის ინფორმაციით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცლებელნ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ისინი მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობენ და მათ მიერ გამოცხადებულ ტრენინგში მონაწილეობით პედაგოგები კრედიქტულებს მიიღებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„მასწავლებელთა საყურადღებოდ!
გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე", - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08).