განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს გარკვეული სერვისების მიღება უკვე ელექტრონულად შეუძლიათ.
„განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ my.gov.ge-ის მეშვეობით", - აცხადებს ცენტრი.
ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:
„პორტალი საშუალებას იძლევა, სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით. პორტალზე ავტორიზაციისთვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/
ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 40 54 05. პორტალ my.gov.ge-ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, კი დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 25 15 28 ( შიდა ნომერი 8888)", - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.