მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადების განთავსება იწყება
28-02-2020

სკოლის მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება იწყო. განაცხადის მიღების ვადად, 2020 წლის 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებს სულ 5 დღე აქვთ. 

შესაბამის ბრძანებას ხელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძე აწერს. ბრძანების მიხედვით, სკოლები ვალდებულნი არიან აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები განათავსონ. ​

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხი კომისიამ დადებითად დააკმაყოფილა.

იხილეთ ბრძანება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203