''ჩემი სკოლის ისტორია'' - გეზათის სკოლის 125 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
03-07-2017
გეზათის სკოლაში მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება - „ჩემი სკოლის ისტორია“ გაიმართა.

პროექტის ავტორი სკოლის ისტორიის პედაგოგი, თეა ფირცხალავა იყო.
 
თეა ფირცხალავას თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია, ასევე სკოლის ისტორიით დაინტერესება იყო.  

მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის სკოლის უხუცესი მასწავლებლებისგან სკოლის დაარსების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა მოიძიეს. ისტორიის მოძიებისას მათ გაიგეს, რომ გეზათის სკოლას წელს 125 წელი შეუსრულდა.  

საიუბილეო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პროექტორის გამოყენებით წარმოადგინეს ინფორმაცია სკოლის დაარსების, წარმატებული მოსწავლეებისა და მოღვაწე პედაგოგების შესახებ. მათ ასევე გაიხსენეს სკოლის ახლად გარდაცვლილი პედაგოგები, გააკეთეს სკოლის ისტორიის ამსახველი ფოტოების კოლაჟი. მოძიებული სურათებით მოაწყეს ფოტოგამოფენა და დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები.    

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203