„ჯერჯერობით არ ვიძლევით რეკომენდაციას საბავშვო ბაღებში ან სკოლებში სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეკომენდაციას ვიძლევით მხოლოდ, რომ მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში.
მინდა უხერხულ საკითხს შევეხო. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ ფაქტებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია მიდგომა, რომ გვქონდეს სტიგმატიზირებული დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს ისტორია იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობისა“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.