სპეციალური რეპორტაჟი წალენჯიხიდან ''ეტალონის'' საზეიმო ფინალის შესახებ
03-07-2017
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტმა "ეტალონმა" 2016-2017 წლის სასწავლო სეზონი წალენჯიხიდან დაიწყო. 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს, წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიორგი შანავა დაეუფლა.    

''წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელმა გიორგი შანავამ 24 ივნისს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღო მონაწილეობა.

როგორ თავად გიორგი შანავა აღნიშნავს, ვერ მოხვდა საუკეთესო 10 მონაწილეს შორის, თუმცა მაინც კმაყოფილია მიღწეული შედეგით:

"მართალია, სამწუხაროდ ვერ მოვხვდი საუკეთესო ათეულში, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. მინდა მომავალ წელს გავაუმჯობესო ჩემი შეგეგები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რესურსცენტს, რომელმაც დააფინანსა ჩემი ბათუმში ჩამოსვლა. მადლობა ასევე ჩემს გულშემატკივარს." 

იხილეთ ვიდეო



„ეტალონი“ მადლობას უხდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს.   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203