მუხრანის N1 სკოლაში საინტერესო, ხალისიანი და მრავალფეროვანი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა
03-07-2017
მუხრანის N1 სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური - „მე ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ევროპელი“ გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის დაწყებითმა, VII, IX  და X კლასის მოსწავლეებმა მიიღეს და მისი ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკატერინე ვარდიაშვილი იყო. 

ღონისძიება რამდენიმე ლოკაციას აერთიანებდა. X კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დამსწრე საზოგადოებას სოფლისა და სკოლის ისტორიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შემდეგ შენობაში გადაინაცვლეს და მაყურებლის თვალწინ მხატვრულად დადგმული სცენა გაითამაშეს, რომლის შინაარსიც  ღმერთის მიერ ქართველებისთვის ადამის მსგავსი მიწის ჩუქებას შეეხებოდა.  

ღონისძიების მეორე ნაწილში წამყვანებმა ეკა ოქრუაშვილმა, სოსო პაპაშვილმა და გვანცა თანდილაშვილმა ისაუბრეს საქართველოსა და  ევროკავშირის შესახებ.  შესრულდა ქართული და ევროპული ცეკვები და ხალხური სიმღერები.  

სკოლის მესამე სართულზე კი გამოფენა გაიმართა. ფოიე მოსწავლეებმა დეკორაციებითა და კედლის გაზეთებით გააფორმეს, რის შემდეგაც მხატვრული კითხვის საღამო მოეწყო.

პედაგოგებისა და დამსწრე საზოგადოების თქმით, ლიტერატურული ღონისძიება საინტერესო, ხალისიანი, მრავალფეროვანი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203