ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე დასკვნითი ტური დაიწყო - ვინ იქნება გამარჯვებული?
29-02-2020
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე დასკვნითი ტური 29 თებერვალს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოლიმპიადის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ადგილზე გაეცნო.

ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობს საუკეთესო შედეგის მქონე მინიმუმ 50 მოსწავლე თითოეული საგნის შესაბამისად.

ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ს და, ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 10 მოსწავლეს შორის. მათ სიგელები და ჯილდოები გადაეცემათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203