"კოვიდ 19-თან დაკავშირებით ორშაბათიდან სკოლებში არდადეგები იწყება, რის გამოც გადაიწევს გარე დაკვირვებაც. თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ეს უხერხულობაა, თუმცა მთავარი ჯანმრთელობაა!" - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში წერს.
მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში. არდადეგების გახანგძლივების გამო, შეეცვლებათ პერიოდი და ვადა გაუგრძელდებათ არდადეგების დაარულების შემდგომ.
რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 2-16 მარტის ჩათვლით უწევთ გაკვეთილის გეგმების/რეფლექსიის ატვირთვა, მათ შემთხვევაში არაფერი იცვლება, ჩვეულებრვად ატვირთავენ ამ პერიოდში დოკუმენტს.
ვისაც გაკვეთილის გეგმები ატვირთული აქვს, არ მოუწევთ სხვა გეგმების ატვირთვა და ისინი იმავე გეგმით ჩაატარებენ გაკვეთილებს არდადეგების შემდგომ.
ვინც უკვე გაიარა გარე დაკვირვება, შედეგები აესახებათ 10 სამუშაო დღის ვადაში.