თსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო
01-03-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადო და პრევენციის თვალსაზრისით, უნივერსისტეტის ყველა კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტებს რეკომენდაცია მისცა, დეზინფექცია ჩაატარონ და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, თავად განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება; ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა საბავშვო ბაღებშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203