ლაშა ლომიძე და მარიამ გავაშელაშვილი - როგორ აფასებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას რუსთავის N4 სკოლის წარმატებული მოსწავლეები
03-07-2017
ერთიანი ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

ლაშა ლომიძე და მარიამ გავაშელაშვილი - როგორ აფასებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას რუსთავის N4 სკოლის წარმატებული მოსწავლეები.



ლაშა ლომიძე, აბიტურიენტი: 

"საკმაოდ მომზადებული ვიყავი და ჩემთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არ იყო რთული. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. იყო საშუალო სირთულის კითხვები და ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო ზღვარი გადაელახა. არაპროგრამული იყო მურმან ლებანიძის ლექსი - "ლეგენდად დარჩეს!". რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, გასასწორებელი ორთოგრაფიულ-სინტაქსური შეცდომები იყო. გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. არანაირი გართულება არ ყოფილა."

მარიამ გავაშელაშვილი, აბიტურიენტი:

"ჩემი აზრით, საშუალო სირთულის გამოცდა იყო. ტესტი არ იყო ისე შედგენილი, რომ რაღაც ვერ გაგეგო და ვერ დაგეწერა, მაგრამ არც ძალიან მარტივი შესასრულებელი იყო. რაც შეეხება მხატვრულ ესეებს, "შუშანიკის წამებიდან" იყო ერთი, ხოლო მე-2 გალაკტიონისა და ტიციანის შესახებ იყო ლექსი. მე "შუშანიკის წამებაზე" დავწერე. ორივე ნაწარმოები ისეთი იყო, რომ აბიტურიენტებს შეეძლოთ, როგორც მხატვრულ სახეებზე საუბარი, ასევე პარალელების გავლება და პერსონაჟების დახასიათება. გამოცდაზე არ ყოფილა არანაირი გართულება. დამკვირვებლებიც საკმაოდ კარგად ორგანიზებულები იყვნენ. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ გამოცდაზე იქნებოდა ერთი პროგრამული და ერთი არაპროგრამული ლექსი და ჩვენ თავად უნდა აგვერჩია რომელზე დავწერდით. ეს ნამდვილად არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი."
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203