პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო
02-03-2020

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი,  ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი-საყოველთაო რეგისტრაცია-13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. IV ეტაპი კი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203