გლახო ნებაძე - კერძო სკოლა ''მზექას'' მოსწავლემ მორიგ წარმატებას მიაღწია
03-07-2017
კერძო სკოლა ''მზექას'' მოსწავლემ მორიგ წარმატებას მიაღწია. მეორეკლასელმა მოსწავლემ, გლახო ნებაძემ, ახალციხობაზე გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თავისი წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი აიღო. 

სკოლის წარმომადგენლები ულოცავენ გლახო ნებაძეს მიღწეულ წარმატებას:

''კიდევ ერთი ღირსეული წარმატებით გაგვახარა „მზექა“-ს მეორე კლასელმა მოსწავლემ, გლახო ნებაძემ, რომელმაც 2017 წლის 30 ივნისს ახალციხობაზე გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თავისი წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და გამარჯვების თასიც ამაყად აღმართა. ვულოცავთ გლახოს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ, რომ გამარჯვების კვარცხლბეკიდან აეფრიალებინოს ქართული დროშა და აეჟღერებინოს ქართული ჰიმნი.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203