2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 656 სტუდენტი, რაც 17 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, მომატებულია იმ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სწავლა საქართველოში გააგრძელეს.
„სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა თითქმის 2.9-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საზღვარგარეთ სტუდენტთა გაგზავნის და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები 2019/2020 სასწავლო წელს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.